დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ პარლამენტში
პოლიტიკა - 21:14, 22 Mar, 2017     1711

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით და „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის“ ჩართულობით, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში, უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

პარლამენტის წევრების შეფასებით, აქციაში მონაწილეობა კეთილშობილური საქმეა, რადგან სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. „სამწუხაროდ, სისხლის უქონლობის გამო იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები და ვისაც შეგვიძლია, ვისაც პრობლემა არ გვაქვს, სიამოვნებით ვერთვებით ამ აქციაში პერმანენტულად“, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.

დონორთა აქციაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი აქციები საზოგადოებაში სოლიდარობის განცდას აჩენს, რაც დადებით ურთიერთდამოკიდებულებას განაპირობებს. „ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვანია სოლიდარობის განცდის განვითარება. ეს აქცია სწორედ ამის მაგალითია, პარლამენტარები ვცდილობთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროებათ სისხლი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

„სისხლის გაცემა ძალიან კეთილშობილური აქციაა, ეს სჭირდებათ ბავშვებს, სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც არ გაუმართლა, ვისაც დღეს უჭირს, მათთვის ეს არის, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლის ხაზი და გადარჩენის საშუალება“, - ასე აფასებს უანგარო დონორთა აქციის მნიშვნელობას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის მცირე მოცულობის სისხლი, რომელსაც დონორები გაიღებენ, შესაძლოა, სხვა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი აღმოჩნდეს. „მნიშვნელოვანია, რომ ის რაც ჩვენთვის თითქოს უმნიშვნელოა, გავიღოთ დღეს უანგაროდ და გადავარჩინოთ ის ადამიანები, რომელთათვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სისხლის ჩაბარების დონორთა აქციაში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42