"დროა, დამთავრდეს ეს ისტერიკა!" - მღებრიშვილი შს სამინისტროსთან გამართულ აქციას ეხმაურება
პოლიტიკა - 19:07, 22 Mar, 2017     6585
"დროა, დამთავრდეს ეს ისტერიკა!" -ასე ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და შს სამინისტროსთან გამართულ აქციას.

„ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ასე ვთქვათ, სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის, რომელისაც ახლა გვიდგამენ, ზოგჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ და ზოგჯერ სხვაგან,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პოლიციელის მიერ ვინმესთვის რამის ჩადება არის მოგონილი.

"დროა, დამთავრდეს ის სრული ისტერიკა, რომელსაც საქართველოში თვალს ვადევნებთ. ჩვენ შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც საქმე პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დასრულდეს, ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42