„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ფუნქციის მქონე უწყებაში იყოს მოქცეული ფარული თვალთვალის მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ თუ ეს სააგენტო იქნება პრემიერის დაქვემდებარებაში, პრემიერ მინისტრს საგამოძიებო უფლება მოსილებები არ აქვს, მაგრამ პრობლემა მაშინ შეიქმნება თუ ამას დავუქვემდებარებთ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანუ საგამოძიებო ფუნქციის მქონე უწყებებს.
უკანონო თვალთვალი და მიყურადების არცერთი საქმე არ გამოგიძიებიათ და გასული 5 წლის განმავლობაში დაფიქრსირდა არაერთი სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა ჟურნალისტების მოსმენას, შანტაჟს. ერთი დღითაც კი არ დაგისჯიათ ბატონი ხვედელლიძე, რომელმაც დააშანტაჟა ჟურნალისტი და აუტვირთა პირდაპირ მასალები. ეს პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობს, კიდე უფრო მეტად გამწვავდება. პრაქტიკულად, სუს-ის ქვეშ თქვენ ქმნით მონსტრს, რომელიც თავის ხელში მოუყრის ფარულ თვალთვალს და მიყურადებას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც იღებს ქართული ოცნების უმრავლესობა და კარგია, რომ ეს პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა მათ დააკისრა“- განაცხადა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






