გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა
პოლიტიკა - 18:56, 22 Mar, 2017     1009

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს შს სამინისტროს წვლილი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში, ვინაიდან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი სწორედ ამ უწყებაზე მოდიოდა.

საქართველოს შს მინისტრმა, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა შეაფასა და ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ პერიოდშიც.

გიორგი მღებრიშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს შს სამინისტროში განხორციელებული საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური რეფორმები გააცნო და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს შსს-ს კიდევ უფრო ეფექტიან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე არალეგალურ მიგრაციასთან, ტრეფიკინგთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე, სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, შსს-ს მიერ მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროს ევროკავშირის 16 ქვეყანასთან უკვე აქვს გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ და 13 პარტნიორ ქვეყანაში წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები, რამაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. უახლოეს მომავალში, ასევე, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

შს მინისტრმა ევროკომისარს საქართველოს შს სამინისტროში ამჟამად მიმდინარე რეფორმები, უწყების სამომავლო პრიორიტეტები გააცნო და ამ რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი მღებრიშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42