"თუ თვლით, რომ პრეზიდენტი ჯაშუშია გადადგით შესაბამისი ნაბიჯები"- ანა დოლიძე
პოლიტიკა - 18:29, 22 Mar, 2017     1412
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მოუწოდებს დეპუტატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტზე დადებული ვეტოთი ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას, მიმართოს შესაბამის ზომებს და აღძრას სისხლის სამართლის საქმე.

აღნიშნული განცხადება ანა დოლიძემ დღეს პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრი დეპუტატების საპასუხოდ გააკეთა.

"თუ თქვენ გესმით თქვენი განცხადების შინაარსი, თუ თქვენ პასუხისმგებლობით ეკისრებით საქართველოს პარლამენტის სიტყვას და გსურთ, რომ ჩვენი მოსახლეობაც პასუხისმგებლობით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ინსინუაციებს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ შესაბამისი ქმედებები, შეიტანოთ განცხადება სისხლისსამართლის საქმის აღძვრაზე შპიონაჟზე - იცით, რომ ასეთი მუხლები არსებობს.

სხვა შემთხვევაში, მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, იმ ეპიზოდებს, რომლის გახსენება დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გსურთ და არც ჩვენ და არც საქართველოს მოსახლეობას'', - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი განცხადებით, გაუგებარია, როგორ შეიძლება დასუსტდეს ქვეყნის უსაფრთხოება, როდესაც ხელისუფლება სამართლიანად აუნაზღაურებს ბიზნესს იმ ხარჯებს, რომლებსაც ის გასწევს სახელმწიფო მიზნებისთვის.

"გამოდის, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გვთავაზობს სისტემას ეს ძირგამომთხრელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის პრინციპები, რომლებსაც ევროსასამართლო ადგენს, ასევე ძირგამომთხრელია ყველა ევროსაბჭოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე აბსურდულ შედეგებამდე მივდივართ და თუ თქვენ მართლა ასე მიიჩნევთ, მაშინ უნდა იმოქმედოთ.

ყველანაირად სწორი იქნებოდა, რომ ადგეთ და იმოქმედოთ, შესაბამისად, თუ თვლით, რომ პრეზიდენტი ჯაშუშია და ემსახურება რაღაც ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებს, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები.

თუ არა და, ყველაფერი ეს დანარჩენი, მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და კონსოლიდირებულობისათვის, განსაკუთრებით, არაკეთილგანწყობილი ძალებისათვის უცხოეთში'', - მიმართა ანა დოლიძემ დეპუტატებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42