ბოლნისის გავლით რუსული სატვირთოები მოძრაობენ, რომლებსაც მძიმე ტექნიკა გადააქვთ - ენმ-ს განცხადება
პოლიტიკა - 17:56, 22 Mar, 2017     30703



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლნისის რაიონის გავლით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით მძიმე ტექნიკა გადააქვთ.

განცხადება ცოტა ხნის წინ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

"ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა. სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინადგილიდან მივიღეთ. პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულებისაა ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობთ, აუცილებელია ამ საკითხის დაყენება. ტვირთი სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოდან სომხეთში იარაღის კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყება აცხადებს, აღნიშნული კონტრბანდული იარაღის ქვეყანაში მოსალოდნელი შეტანის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე მარტის თვეში შევიდა, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად აღნიშნული დანაშაული აღკვეთილი იქნა და კონფისკაცია გაუკეთდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლა“-ს.

ფაქტზე აღძრულია საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენის, გაყიდვის, შენახვას ან ფლობას გულისხმობს. დანაშუალის ჩადენისთვის დაკავებულია 2 პირი , მიმდინარეობს გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.
















მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42