კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თოდრიას, გორდის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბეთის, კლდეკარის, სამღერეთის, წერონისის, ლაითურის, სუვოროვის, ზედაზენის, ჟღენტის და ნაქალაქევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ხანძთელის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 15:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






