ნატო ჩხეიძე: „იმედი მაქვს, მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს 14 აპრილის მსგავსი გმირული დღისთვის შესაბამისი ვითარების შექმნას!“
პოლიტიკა - 16:44, 22 Mar, 2017     6145
ფრაქციის - „საქართველოს პატრიოტები“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის, კერძოდ, ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა გულისტკივილი გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტში დაცული ისტორიული ექსპონატები ყოვლად შეუფერებელ პირობებშია.

„ისტორიის ინსტიტუტის მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე დაცულ ძეგლთა ნუსხაში არსებულ შენობას წინა ხელისუფლების დროს მოუხსნეს ეს სტატუსი, მიჰყიდეს სამშნებლო კომპანია „M კვადრატს“, რომელიც „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიაა და რომელიც, ალბათ, რაღაც ბევრად უკეთესის აშენებას გეგმავდა. ისტორიის ინსტიტუტი კი გადაიყვანეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქვემოთ არსებულ სივრეცეში და დღესაც ექსპონატები - ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ წლების განმავლობაში მოპოვებული უნიკალური მასალა ყუთებში ჩაწყობილი აწყვია დერეფნებში. მივლინების, ექსპედიციის და კონფერენციების დაფინანსება რომ შემცირებული აქვთ, ეს კიდევ ცალკე თემაა,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და იმედი გამოთქვა, რომ განათლების მინისტრი ამ პრობლემას სასწრაფოდ მიხედავს.

„იმედი მაქვს, ბატონი განათლების მინისტრი, რომელიც ალბათ, გარკვეული დამსახურებების გამო ვიცე-პრემიერის რანგში აიყვანეს, შესაბამისად, თვალსაწიერიც გაუფართოვდება და ბერკეტებიც, სახელმწიფო მოხელის ბერკეტებს ვგულუსხმობ, სასწრაფოდ მიხედავს ამ პრობლემას, ანუ ჩვენი უნიკალური ექსპონატების დაბინავებას შესაფერის ადგილზე,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატი პლენარულ სხდომაზევე კიდევ ერთ მნიშვენლოვან საკითხს შეეხო. კერძოდ, ჩხეიძის თქმით, უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეცნიერები წლებია, უშედეგოდ ითხოვენ ქართული ენის, როგორც სასწავლო საგნის სწავლების აღდგენას მათ ფაკულტეტზე, რომელიც აგრეთვე, წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა.

„მოგეხსენებათ, რომ ქართული ენის სწავლების გაუქმება ნიშნავს ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინებას. მივმართავ ბატონ განათლების მინისტრს და სხვა მინისტრებიც თუ მოისმენენ, ურიგი არ იქნება, რომ 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მღელვარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის პასუხი ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაზე. 14 აპრილი ერთ-ერთი გმირული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს ახალი გმირული დღისათვის შესაბამისი პირობებისა თუ ვითარების შექმნას,“ - აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნატო ჩხეიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42