,,რესპუბლიკელების“ და ,,თავდემების“ გეგმები და ალეკო ელისაშვილის მერული ამბიციები
პოლიტიკა - 16:33, 22 Mar, 2017     4282
ერთი ქართული ანდაზაა, ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო. ახლა, შეიძლება, მთლად ზუსტი შედარება არ გამოგვივიდეს, მაგრამ სანამ დავით ნარმანიას ვადა გაუვა, მინიმუმ, ექვსი თვეა დარჩენილი, მაგრამ ამის მიუხედავადა, ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები უკვე მერის სავარძელს „ეზომებიან“. ზოგადად, პოლიტიკაში ადამიანი იმისთის ერთვება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და ამით, სხვისი, ანუ ხალხის კი არა, მინიმუმ, საკუთარი კეთლდღეობა უზრუნველყოს, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა და იმ საკითხთან, რომლის განხილვასაც ამჯერად „ნიუპოსტი“ აპირებს, კავშირი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თავის დღე და მოსწრება ამტკიცებს, რომ პირად კეთილდღეობაზე არასოდეს უზურნია და გული მხოლოდ იმისთვის უძგერს, რომ თბილისი უკეთესი ქალაქი გახდეს.


ჰოდა, ალბათ, ამ დეტალიდან გამომდინარე, „თავისუფალ დემოკრატებს“ გადაუწყვეტიათ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ ელისაშვილი დაასახელონ. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია, თუმცა იმის შესახებ, რომ მერობის შესაძლო კანდიდატი იქნება, თავად ელისაშვილმა ამცნო მედიას და ისიც დასძინა, რომ ასეთი ტიპის წინადადება ირაკლი ალასანიას ექსპარტიისგან მიიღო.

მას შემდეგ, რაც ზემოთმოყვანილი ინფორმაცია გავრცელდა, „ნიუპოსტმა“ საკუთარი არხებით სცადა იმის გარკვევა, „თავდემები“ („თავისუფალი დემოკრატები“) ელისაშვილის გაკანდიდატებას მართლა აპირებენ თუ არა.

,,თავისუფალ დემოკრატებში“ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა პარტია არჩევნებში მერობის კანდიდატს საკუთარი რიგებიდან წარადგენს. პარტიაში ამ ეტაპზე ელისაშვილთან კონსილტაციებს არ ადასტურებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ელისაშვილის მერობის კანდიდატად დაყენება ნინო გოგუაძის ინიციატივა იყო.

ალეკო ელისაშვილი, კი ბატონო, „ფეისია“, მაგრამ პიარსპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ცნობადობა და რეიტინგი ერთმანეთის სინონიმები არ არის, ანუ ადამიანი შეიძლება, ცნობადი იყოს, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლეოდეს, რომ იგი არჩევნებში სასურველ შედეგს აჩვენებს. ამას თავად ირაკლი ალასანიას შემთხვევაც მოწმობს - ვერავინ იტყვის, რომ თავდაცვის ექსმინისტრსა და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერს, რომელიც ამჟამად აშშ-ში, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესში მოღვაწეობს, ხალხი არ იცნობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გახდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიას ბარიერი გადაელახა და პარლამენტში მოხვედრილიყო.

ასეა თუ ისე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა - პარტია ძველმა სახებმა დატოვეს და აქედან უმეტესობა „ოცნების“ სამთავრობო გუნდში გადაპორტირდა. მაგალითად, წარმატებით „გაქოცდა“ ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და ასევე, გია ცაგარეიშვილი. პარტიული ცხოვრება არ გაუგრძელებია ალექსი პეტრიაშვილსა და, აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანს, თუმცა ამ უკანსაკნელზე ამბობენ, რომ „ოცნება“ პერმანენტულად სამეგრელოს გუბერნატორობას სთავაზობს.

პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ალასანიაც, როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკიდან გავიდა და „ნიუპოსტის“ ხელთ არსებული მონაცემებით, ის არც ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვება.

ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატობა „თავდემებისთვის“ შესაძლოა მართლაც, შენაძენი იყოს, თუმცა არჩევნებს რამდენად მოიგებს, საკითხავი, აი, ეს არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ იგივე „ოცნება“ მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დაასახელებს.

"ნიუპოსტი" საარჩევნო გეგმებზე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერს ხათუნა სამნიძესაც ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

საკრებულოს წევრმა ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანდნენ. რაც შეეხება მათი მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილი დასახელებას ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები ელისაშვილთან არ მიმდინარეობს.

"თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკური პარტია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჩვენ უკვე ვემზადებით არჩევნებისთვის, ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება იქნება თუ სხვა საორგანიზაციო საკითხები. არ გამოვრიცხავთ, რომ თავისუფალ დემოკრატებთან მოლაპარაკებები გვქონდეს, რომლებიც იდეოლოგიურად ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები არიან. არ გამოვრიცხავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესისთვის ორივე პარტია იყოს მზად. რაც შეეხება კანდიდატს, ვიქნებით დამოუკიდებლად ამ არჩევნებში თუ პარტნიორობით თავისუფალ დემოკრატებთან ორივე შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება მერობის კანდიდატი. ამ ეტაპზე ამ საკითხზე მოლაპარაკებები არც თავისუფალ დემოკრატებთან და მათ შორის არც ალეკო ელისაშვილთან არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს. თავისუფალ დემოკრატებთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავ რაც შეეხება ალეკოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. რომელ ჯგუფებზეა საუბარი და აპირებს თუ არა მერობისთვის ბრძოლას, ეს თავად ელისაშვილს უნდა ჰკითხოთ. მე პირადად, მის კანდიდატობას მივესალმები. ის ჩემი კოლეგაა საკრებულოში და კარგად ვიცი, როგორც მისი ხედვები დედაქალაქთან დაკავშირებით ასევე მისი მგრძნობელობა ყველა იმ საკითხზე, რაზეც მოქმედ მერს და მერიას არავითარი მგრძნობელობა და პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მიდგომა რომ ელისაშვილი იყოს მერობის კანდიდატი , ხომ არ ესაუბრებიან მას ამ საკითხზე თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები უფრო საზოგადოების სურვილი მგონია"- უთხრა "ნიუპოსტს" სამნიძემ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მერობის შესაძლო კანდიდატობას, ამის თაობაზე „ნიუპოსტი“ კომენტარისთვის თავად საკრებულოს წევრს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტობრივად დაადასუტრა ის, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა უარყვეს.

დეპუტატი ამ ეტაპზე „ნიუპოსტს“ მხოლოდ იმას უდასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღეს, თუმცა ელისაშვილი არ აკონკრეტებს იყრის თუ არა ის კენჭს მერობაზე.

ერთადერთი რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ არის ის რომ მე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ.

- კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იყრით კენჭს, აქტიურად საუბრობენ რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებთ...

- ზუსტად არ ვიცი, თუ მერობა იქნება. გავიდე დამოუკიდებლად თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის შემოთავაზება მივიღო ამაზე ჩამოყალიბებული არ ვარ. თუმცა ერთ-ერთი ჩემთვის სერიოზული ვარიანტი, არის ის რომ დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი, როგორც აქამდე მოვსულვარ. არის სხვა შემოთავაზებებიც და სხვა ვარიანტებიც, მაგრამ შემოთავაზება ბევრმა სხვანაირად გაიგო. შემოთავაზება არ ნიშნავს, რომ მე რაღაცას დავთანხმდი.

- შემოთავაზება „რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებისგან“ გაქვთ?

- მათ შორის, დიახ. მადლობელი ვარ ყველასი ვინც მერობის კანდიდატობა შემომთავაზა. თუმცა ვფიქრობ და ჯერ პასუხი არავისთვის არ გამიცია. ვფიქრობ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის, რომელი გზა ჯობია. დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების კანდიდატი ვიყო. საბოლოო გადაწყვეტილება მერად ვიყარო კენჭი თუ ისევ საკრებულოში ვიყარო კენჭი აი ამ ფიქრებში ვარ. ვიღაცებს გამოჰყავთ, რომ არიქა ელისაშვილი ნარმანიას ჩანაცვლებისთვის ემზადება, როცა მსგავსი არაფერი მითქვამს. დარწმუნებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ იმიტომ, რომ თბილისის პრობლემებში, ვფიქრობ რომ მეტ ნაკლებად გარკვეული ვარ და ეს არის ჩემი ასპარეზი.

ისე, ელისაშვილის ანგარიშზე ერთ-ერთ ყველაზე ხმაურინი საქმე ე.წ. „შეწყალების სკანდალია“ - მოგეხსენებათ, წელიწადნახევრის წინ, ელისაშვილმა ეკა ბესალიასა და მანანა კობახიძეს ბრალი დასდო, რომ იმ დროს, როცა ის შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობდა, ეს ქალბატონები მას აიძულებდნენ, რომ კონკრეტული პირები შეეწყალებინა. დღევანდელი მონაცემებით, ეს საქმე უკანა პლანზეა გადასული, ანუ არ ვიცით, თუ იტყუებოდა, ამ ტყულისთის ბესელია-კობახიძემ ელისაშვილს უჩივლეს თუ არა და თუ უჩივლეს, რა პასუსხისმგებლობა დაეკისრა. თუ ელისაშვილი მერობის კანდიდატი გახდება, უნდა ველოდოთ, რომ ეს სკანდალი ისევ გააქტიურდება. აქვე, აღსანიშნავია, რომ ელისაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დავით ნარმანიას სიცოცხლეს უმწარებს.

მოკლედ, ადგილობრივი არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, ანუ სცენაზე შეიძლება, ბევრი ისეთი ადამიანი ვიხილოთ, რომლებიც კარგა ხანია, აღარ გამოჩენილან, ან აქამდე პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42