"უმრავლესობა არ საუბრობს იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია და რისიც დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს აშინებთ"- მელია
პოლიტიკა - 15:40, 22 Mar, 2017     1050
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, უმრავლესობა, რომელიც უმრავლესობით მხოლოდ საპარლამენტო დარბაზშია წარმოდგენილი და არა საზოგადოებაში, თავს არიდებს ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც ბოლო დღეებია აქტუალურია და სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებას ეხება.

"გულდასაწყვეტია, როცა უმრავლესობის წევრები არ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია და რისიც დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს ეშინიათ. არ შემიძლია იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე არ ვისაუბრო, რომელსაც შსს უკანასკნელ პერიოდში ეწევა. რაც არ აუნდა ვამტკიცოთ, რომ შსს კანონმორჩილია და ის არ უდებს არც ნარკოტიკს და არც იარაღს, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს.

თქვენ, უმრავლესობის დეპუტატები საუბრობთ დეპუტატების დუმილზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. როცა ისინი მაშინაც არაფერს ამბობდნენ, როცა ხელისუფლება შეცდომებს უშვებდა. მაგრამ კარგად გადახედეთ თქვენს კოლეგებს, ახლა მათი ნაწილი თქვენს რიგებშია.

რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადებას, სერიოზულ გადაცდომებს ეხება. იგივე დემურ სტურუა, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში მოკლეს. დიახ მოკლეს! ის იძულებული გახდა თავი მოეკლა, მანამ კი წერილი დატოვა, სადაც აღწერდა როგორ აიძულებდნენ ეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული; ლევან აბზიანიძე - ტაქსის მძღოლად მუშაობდა, დააკავეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შარდმდენი აბები დაალევინეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა, რადგან გულით დაავადებული იყო და ვერ გაუძლო.

აქ საუბარი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე არაა, თქვენც არ იქნებით ყოველთვის დეპუტატები და თქვენი ოჯახის წევრებსაც მიადგებიან. ამიტომ, ჯობს თქვენი რეალური საქმით დაკავდეთ და მთავრობა აკონტროლოთ.

თქვენ აკავებთ ნარკომომხმარებლებს რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ? არცერთი!

თქვენ აქ, დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასე გააგრძელეთ და არჩევნებზე ვნახავთ ვინ იქნება უმრავლესობით."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42