მარგველაშვილის თქმით, მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი უკანონოდ დააკავეს.
”დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს” - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
მიხეილ თათარიშვილის მამის თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ორკესტირირებულად მოქმედებენ.
"უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს"- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც, რომელიც შვილის დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
”სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არა ოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება” - განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






