"უმრავლესობის დეპუტატები ხშირად ისეთ სიტყვებს იყენებენ დებატებში, რომლის მნიშვნელობაც არ იციან" - ბოკუჩავა
პოლიტიკა - 14:59, 22 Mar, 2017     2444
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ დეპუტატები ხშირად ისეთ სიტყვებს იყენებენ რომლის მნიშვნელობა არ იციან.

"უმრავლესობის დეპუტატები ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლის მნიშვნელობაც, როგორც წესი, არ იციან. დღევანდელმა დღემაც გვაჩვენა ეს. ასევე, გვახსოვს ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც იბიარდი სალანძღავი სიტყვა ეგონა; მინისტრი, რომელმაც უპრიანის განმარტება არ იცოდა და საერთოდ თალიბანი პიროვნება ეგონა.

ამ პარლამენტის მთავარი პრობელემა ბიძინა ივანიშვილის სრული მორჩილებაა. დღეს ეს პარლამენტი გადალახავს პრეზიდენტის ვეტოს და მიიღებს ე.წ. მოსმენების შესახებ ისეთ კანონს, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად სახალხო დამცველი, სრული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან, რადგან ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლელებებსა და თავისუფლებებს ეწინააღმდეგება. არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკვეთას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

თქვენ კოლეგები უმრავლესობიდან, ნაცვლად იმისა რომ ჩვენი მოქალაქეების უფლელებს იცავდეთ, ბრმად იცავთ ბიძინას ინტერესებს. უფლებას აძლევთ ნებისმიერ ჩვენგანს, თქვენგანს მოუსმინოს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. უკანონო მოსმენები და თვალთვალი არის ბიძინა ივანიშვილისთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ასეთი ხერხით მოვიდა და ასევე აპირებს შეინარჩუნოს ხელისუფლება. მინდა მივმართო მას, ქვეყანაში ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ თქვენი ბინძური მეთოდების, შანტაჟისა და მოსმენის. ჩვენ ყველაფრის ფასად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის."- განაცხადა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42