პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო არა კანონს, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოებას დაადო. აბაშიშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვთ, რის გამოც "არის აგრესია".
"მე მესმის, რომ უმრავლესობის ცალკეულ წევრებს უჭირთ არგუმენტების მოყვანა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. ისიც მესმის, რომ როდესაც არ არსებობს არგუმენტები, ამ შემთხვევაში, არის აგრესია, არის მუქარები. მაგრამ ის, რომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტიტუციის გარანტს დააბრალო, პრაქტიკულად, ქვეყნის ღალატი, ეს არის ცოტა კომიკური. შესაბამისად, მეტ დაფიქრებას საჭიროებს", - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






