ე.წ. მოსმენების კანონპროექტტან მიმარტებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე კიდევ ერთ კომენტარს აკეტებეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ განაცხადა, პარლამენტისთვის ასეთი მითითების მიცემა, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, საპარლამენტო საქმიანობაში პირდაპირ შეჭრაა:
„თუ არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო, ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდე კონსტიტუციური პრინციპების. კანონმდებლები ასეთ დავალებებს არავისგა უნდა ვიღებდეთ. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრალესობითაა წარმოდგენილი და იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა ჩვენ მოდელი დაგვიწეროს. მაშინ სრულიად აღრევა მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, საკანონმდებლო ფუნქციაში. ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას ეხებოდეს და არა იმას, კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტუქტურის ქვეშ იქნება. ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება ეს არის პრინციპულად არასწორი გაგება ამ პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ ალბათ საჭიროა რომ ყველაფერი გააზრებული იყოს. შესაბამისად ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






