"იაზროვნეთ არასტანდარტულად, არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა" - პრემიერი ახალგაზრდა გამომგონებლებს შეხვდა.
პოლიტიკა - 13:44, 22 Mar, 2017     945

იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა.

გამარჯვებულმა გუნდის Smart Kids-ის წევრები სენაკში, მე-8კლასის მოსწავლეები არიან, ხოლო მათი პროექტის სახელწოდებაა - „გეოლოგიური საფრთხეები“. ინოვაციური პროექტი წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც განსაკუთრებული სიზუსტით, საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შედეგად, გუნდი 2017 წლის 1-5 მაისს მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს (NASA) უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიური პარკი ნიჭიერ ახალგაზრდებს, მსგავსი ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში შეუწყობს ხელს.
"ინოვაციების ცენტრის სიმბოლო არის საფრენი აპარატი ფილმ "შერეკილებიდან" და იმიტომ, რომ თუ ადამიანმა არასტანდარტულად არ იაზროვნე და ინოვაციურად არ იფიქრე, დიდ შედეგს ვერ მიაღწევ. იქნები წარმატებული, მაგრამ ვერ იქნები ძალიან წარმატებული. ძალიან წარმატებულები რომ ვიყოთ, არაორდინალურად უნდა ვიაზროვნოთ. ეს არის მთავარი ხაზი, რასაც ეს ცენტრი ემსახურება", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და ესაუბრა ახალგაზრდა ინოვატორებს, რომლებიც ტექნოპარკში სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური პარკები ყველა ქალაქში გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში არსებული პოტენციალის ათვისებას.
"ყველგან მივცემთ საშუალებას ახალგაზრდებს, გახდნენ დამსაქმებლები და შექმნან საკუთარი, ინოვაციასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესი. ტექნოლოგიური პარკის სიმბოლო გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომლითაც უნდა იყოს გამსჭვალული თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრში შემოაბიჯებს - იაზროვნოს არაორდინალურად, განსხვავებულად და შექმნას პრობლემების გადაწყვეტის ისეთი გზები, რომელიც ახალ ბიზნესს მისცემს მიმართულებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით შევასრულებთ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესის - "სტარტაპის" დაფინანსების ფონდის შესახებ, რომელმაც უკვე 60-ზე მეტი ახალი წინადადება დააფინანსა და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. პირველი დაფინანსების ციკლი შედგა საერთაშორისო საბჭოს განხილვის შედეგად, რომლის ფარგლებში, თბილისში მოწვეული გვყავდა "სილიკონ ველიდან", კალიფორნიიდან, წამყვანი დირექტორები და კომპანიების მმართველები, რომლებმაც ტრენინგი ჩაუტარეს ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს. შემდგომ ეტაპებზეც აუცილებლად გვექნება საერთაშორისო ჩართულობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი მოქალაქეები აღვზარდოთ ამ სულისკვეთებით",- აღნიშნა პრემიერმა.
ახალგაზრდებმა გიორგი კვირიკაშვილს ტექნოლოგიური პარკის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ცენტრი მათ ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში დაეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42