სამხედრო ატაშეებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს. შეხვედრას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. ატაშეების გაერთიანების მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.
მასალის გამოყენების პირობები






