ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ დაინახა არგუმენტი თუ რატომ უნდა დაექვემდებაროს სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად მთავრობის მეთაურს:
„ძალიან ყურადღებით იქნა განხილური რა თქმა უნდა ის შენიშვნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ განსაკუთრებული თვისობრივი ცვლილება ამით ვერ მოხდებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლლამენტმა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






