უზენაესი სასამართლოსგან განმარტებებს ელოდება ოპოზიცია და არ გამორიცხავს იმას, რომ მართლაც შეიცვალა დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღი. მათი განცხადებით ხელისუფლება ცდილობს შეასრულოს ივანიშვილის დაკვეთები და ნებისმიერი ფორმით შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.
„რაღაც მანიპულაციებს აქვს ადგილი, პირველ რიგში ეს არის ძალიან სასაცილო, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოატყუებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ცალკე, რუსთავი 2-ის იურისტები ცალკე ითხოვდნენ სასამართლოს შემადგენლობას, იყო თუ არა დაწერილი ცალკე, არსაიდან ხმა, არსით პასუხი, არავინ არაფერს ამბობდა და დღეს რატომღაც გახდა საჭირო ამ დოკუმენტის გამოქვეყნება. მე როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა იმისათვის, რათა „გაპრავდეს“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათ მიერ ჩადენილი „საგმირო საქმეები“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






