დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე, უმრავლესობა ვეტოს დაძლევას გეგმავს. მმართველმა პარტიამ მოტივირებული შენიშვნები გუშინ იურიდიულ კომიტეტზეც ჩააგდო და მხარი მათ მიერ მომზადებულ ცვლილებებს დაუჭირა, „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს არცერთ ნაწილს არ იზიარებს.
პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების სააგენტოს არა სუს-ისათვის, არამედ პრემიერ-მინისტრისათვის დაქვემდებარებას ითხოვს, მის პოზიციას მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა.
„ბუნებრივია, რომ ეს კანონი არის კიდევ ერთი მავნებლობა და უკან გადადგმული ნაბიჯი, უმრავლესობის განცხადებები არაადექვატურია, მათ სურთ, რომ პერსონალურ დაპირისპირებაში გადაიყვანონ ეს საკითხი, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ამ საკითხში მთელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოება და რასამათავრობო ორგანიზაციები ვართ ერთიანი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






