დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე, უმრავლესობა ვეტოს დაძლევას გეგმავს. მმართველმა პარტიამ მოტივირებული შენიშვნები გუშინ იურიდიულ კომიტეტზეც ჩააგდო და მხარი მათ მიერ მომზადებულ ცვლილებებს დაუჭირა, „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს არცერთ ნაწილს არ იზიარებს.
პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების სააგენტოს არა სუს-ისათვის, არამედ პრემიერ-მინისტრისათვის დაქვემდებარებას ითხოვს, მის პოზიციას მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა.
„არ იყო შემოთავაზებული ლოგიკური შენიშცვნა იმ აუცილებელი საკითხების, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების კუთხით, უსაფრთხოების კუთხით კარგი დაბალანსებისა და საუკეთესო მოდელის შემუშავებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ძალიან ეფექტური და კარგი საკონტროლო მანდატით, პირველად შემოდის მაკონტროლებელი ამ სივრცეში და ემატება მას სხვა კონტროლის მექანიზმები, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან დასაბუთებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






