მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 10:50, 22 Mar, 2017     578
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში, ასევე ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტომ კოტონს (რესპუბლიკელი, არკანზასის შტატი) შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. აღინიშნა, საქართველო როგორც რეგიონში დემოკრატიის წარმატებული მოდელი. შეხვედრაზე სენატორს ინფორმაცია მიეწოდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული პროცესების თაობაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის რეგიონების მილიტარიზაცია, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. სენატორმა კიდევ ერთხელ გამოხათა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2017 წლის 20-21 მარტს მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მათ შორის შეხვდა მარშალის ფონდის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დერეკ კოლეტს (Derek Chollet), აშშ-სს საერთაშორისო სწავლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ჯონ ჰამრს (John Hamre), ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებელს მიჩელ ფლორნოის (Michelle Flournoy) და პრეზიდენტს რიჩარ ფონტანს (Richard Fontaine).

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტრობ ტალბოტს (Strobe Talbott), ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სტეფენ ჰედლის (Srephen Hadley).

შევედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, ტრანსალტალნტიკური უსაფრთხოების გარემოს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეგიონში საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაზრდელად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42