საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
პოლიტიკა - 10:32, 22 Mar, 2017     684
საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

„ვაშინგტონში იმართება „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც მოწვეულია სახელმწიფო მდივნის მიერ. ამ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა, დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა დიდია. ჩვენ ჩართული ვართ გლობალური კოალიციის საქმიანობაში მისი დაფუძნების შემდეგ, 2014 წლიდან. შესაბამისად , ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი როლი მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართულია რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის შექმნისკენ. ჩვენ ამ მიმართულებით ვსაუბრობთ ახალ ადმინისტრაციასთან, ანუ საქართველოს ფუნქციაზე უსაფრთხოების კუთხით რეგიონში“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოდან " მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე აშშ-ს ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგებლებთან.

გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42