„ზუსტად ვიცით, სუს-ის თანამშრომლის მანქანა იდგა მინდიას სახლის წინ. არ ვიცი, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც დევნა და როგორც რეპრესიები, არ ვიცი,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
ანა მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, როდესაც მან მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე ისაუბრა, ამის შემდეგ მისმა მეგობრებმა სამართალდამცავებს ჩვენებები მისცეს, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა.
,,შესაბამისად, ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს არც ვაპირებთ, რომ მივმართოთ მსგავსი მუქარის დროს, იმიტომ, რომ არ ვენდობით მათ და მათ გამოძიებას,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შვილი აცადებს, რომ მისი მეგრობები სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებენ. ანა მარგველაშვილი, ხვალინდელ აქციაზე, რომელიც პროკურატურასთან 13:30 საათზე იმართება, მისვლას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






