პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას კკოლეგებს მიმართა და ურჩია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დიდი ყურადღება არ დაუთმონ, რადგან ეს ვეტო გიორგი მარგველაშვილის მიერ არის დადებული:
„პრეზიდენტი უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი, ზოგადად. ეს ის პრეზიდენტია და ზოგადად ის ინსტიტუტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და იგი მოკლებულია ყოველთვის შინაარსობრივ მდგომარეობას. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მშვიდად მივყვეთ პროცედურებს, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს, შესაბამისად დავძლიოთ ეს ვეტო და პრეზიდენტს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






