საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო. დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოტივირებული დისკუსიის გადატანა პოლიტიკურ დისკუსიაში საქმეს არ არგებს:
„ჩვენ აქ მოვედით მოტივაციით, რომ ჩვენი შენიშვნებით შეგვექმნა უკეთესი სისტემა, დაწერილიყო უკეთესი კანონი, შექმნილიყო უკეთესი ორგანო, მაგრამ დაგვხვდა პოლიტიკურად მოტივირებული დისკუსია, თავისი რეპლიკებით, ვფიქრობ, შინაარსობრივი და სამართლებრივი დისკუსიიდან პოლიტიკურში გადატანა არ არგებს, პირიქით, აზიანებს იმ კანონმდებლობის ხარისხს, რომლის გაუმჯობესებასაც ყველანი უნდა ვცდილობდეთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






