სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სოციალური მუშაკები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 15:46, 21 Mar, 2017     1295
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა უმნიშვნელოვანეს როლს პენიტენციური და პრობაციის სისტემების წარმატებით საქმიანობაში.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, პრობაციისა და პენიტენციური სისტემის ყველა სოციალური მუშაკი აცნობიერებს საკუთარი საქმიანობის სირთულესა და პასუხისმგებლობას.

„სოციალურ მუშაკთა პასუხისმგებლობა ამაღლდა მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სოციალური მუშაკები წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს პრაქტიკა უკვე კარგად არის აპრობირებული ქართულ მართლმსაჯულებაში და უახლოეს მომავალში ანალოგიური პრაქტიკის გამოყენებას სრულწლოვანებთანაც ვგეგმავთ,“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ევროკავშირის პროექტის უფროსმა რანდელ ბაროუზმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რაც მიღწეულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში.

„დღეს არა მარტო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს, არამედ იმ პროგრესსაც აღვნიშნავთ, რომელსაც საქართველოს სოციალურ სფეროში ვხედავთ. მისასალმებელია, რომ რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს მხოლოდ დამნაშავეებისადმი გაწული დახმარება კი არა, განმეორებითი დანაშაულის პრევენციაცაა. სოციალურ მუშაკთა სამუშაო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ისინი ცდილობენ დამნაშავეთა მოტივირებას, შეიცვალონ და კანონმორჩილი მოქალაქეები გახდნენ. გარდა ამისა, მათ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ერთგვარი ბალანსის დაცვა მსჯავრდებულებზე ზრუნვასა და იმ სასჯელს შორის, რომელიც დამნაშავეს სასამართლომ შეუფარდა,“ _ განაცხადა რანდელ ბაროუზმა.

ღონისძიებაზე პრობაციისა და პენიტენციური სფეროების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ათი სოციალური მუშაკი და რვა დონორი ორგანიზაცია დაჯილდოვდა.

ღონისძიება ევროკავშირის EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42