"თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს"- პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
პოლიტიკა - 15:35, 21 Mar, 2017     983

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას - მინდა მადლობა გითხრათ იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივ, აზერბაიჯენელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრში ქვემო ქართლის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო ღონისძიებებში, ტრადიციული ტკბილეული დააგემოვნა და კოცონი დაანთო.

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში მხარის გუბერნატორთან და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთან ერთად თანამედროვე სტანდარტების მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკა გახსნა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და ოქტაი ქაზუმოვის მიერ თარგმნილი ქართველი კლასიკოსების პოეზიით გაფორმებული კალენდარი გადასცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფორნდის დაფინანსებით გამოიცა.

გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას წარმატებული საქმიანობა უსაურვა.

"ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის- გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი.

გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ განახლებულია მარნეული და თქვენ თქვენი შრომით, თქვენი ღვაწლით კიდევ უფრო ლამაზს ხდით თქვენს ქალაქს.

მინდა მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს.

მინდა მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას.

აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული, ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის.

სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს და ერთად ვსაუბრობდით როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო, რათა აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცეს კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყოს მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონის.

გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42