რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, მოსკოვში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენთან , ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას გამართავს.
თიბილოვი მოსკოვში პუტინის მიწვევით იმყოფება.
როგორც კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, მოლაპარაკებები „ორმხრივი ურთიერთობის მთელ რიგ საკითხებს შეეხება, ძირითადად ეკონომიკურ სფეროს.“
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განტკიცების საკითხს ამიერკავკასიის რეგიონში“ - განაცხადეს პრესსამსახურში.
თიბილოვის პრეეპიკერის, განა იანოვსკაიას განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, რუსეთის ლიდერთან სამომავლო სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხისა და ხელფასებისა და პენსიების გაზრდის საკითხის განხილვას აპირებს. მისივე თქმით, თიბილოვი პუტინს, იმ რეფერნდუმის შესახებაც ესაუბრება, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი და „სახელმწიფოს“ სახელწოდების შეცვლას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






