სამარშრუტო ტაქსებით სტუდენტებისა და პენსიონერების მგზავრობისთვის სუბსიდირებას ითხოვს თბილისის საკრებულოს ფრაქქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი. ახვლედიანის თქმით, მგზავრთა ეს ორი კატეგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ ტიპით ყველაზე ხშირად სარგებლობს და მათ დახმარება სჭირდებათ:
„ბიუჯეტში გამოინახოს შესაძლებლობა და, როგორც სხვა ტრანსპორტის საშუალებებზე ხდება სუბსიდირება მოწყვლადი ჯგუფების - სოციალურად დაუცველების, პედაგოგების, სტუდენტების, ასევე მოხდეს სამარშრუტო ტაქსებზე სტუდენტებისა და პენსიონერების სუბსიდირება. ეს არის ადამიანების ორი კატეგორია, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად სარგებლობენ სამარშრუტო ტაქსების მომსახურეობით და ეს არის ორი კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






