,,თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ტრანსპორტის საფასურის გაზრდა იგეგმება“
პოლიტიკა - 13:43, 21 Mar, 2017     35237
დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა იგეგმება - ამის შესახებ საკრებულოს ,,ევროპული საქართველოს“ ფრაქციის წევრებმა ირაკლი აბესაძემ და მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მამუკა ახვლედიანის თქმით, მერიაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ტრანსპორტის ტარიფზე მსჯელობა, რაც ეჭვებს იწვევს.

ირაკლი აბესაძემ დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 2 მარტის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლითაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რეგულირებადი სფერო გახდა და დიდი ქალაქის მერებმა კომპანიებთან ერთად უნდა დაადგინონ სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი.

„მერის განცხადება ეკონიმიკური თვალსაზრისით, ძალიან საფუძველსმოკლებული და არასერიოზულად გამოიყურება. იმ ეკონომიკური ვარდნის პირობებში, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, შეუძლებელია, სამწლიანი სტაბილური პროგნოზი გააკეთო რომელიმე სფეროში, მითუმეტეს, სატარიფო რეგულირების თვალსაზრისით. იქნება თუ არა 80 თეთრიანი ტარიფი შენარჩუნებული, იქნება თუ არა გაზრდილი 10 თეთრიანი ტარიფი შენარჩუნებული, ეს გვაინტერესებს ჩვენ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება. რაც შეეხება კერძო მიკროავტობუსებს, ნარმანიას განმარტებით, არც აქ არ არის ზრდა მოსალოდნელი, ვინაიდან, ეს სფერო ხდება რეგულირებადი - ,,კომპანია მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ტარიფს ვერ გაზრდის და ეს ტარიფი, მინიმუმ, შემდგომი სამი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული“ - განაცხადა ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42