„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბუჯანაძე აცხადებს, რიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო მკაფიო მესიჯი იმასთან მიმართებით, რომ „საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტი არაა“
”ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვსაუბრობდით რუსეთის ჯარების გაყვანაზე, ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. რა თქმა უნდა, აბსურდია ის 3-4%, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 12 % და არა 30 %. ანუ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან მიიღო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ამ აღნიშნული თემების მოგვარების სურვილი არ გაგვაჩნია და ეს პრობლემები აქტუალური არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ჩემს მიერ დაწყებული საქმე რომ გაგრძელებულიყო, დღეს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში სულ სხვა, ქვეყნისთვის პოზიტიური რეალობა გვექნებოდა. მოვა დრო და ყველას პოზიციას და ქმედებას თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ეს უკვე სავარაუდოდ მოვლენების განვითარებას ვეღარ შეცვლის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






