სესხების გალარების პროგრამას დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 75 მილიონი ლარის სესხებია გალარებული:
"უკანასკნელი ინფორმაციით, 75 მილიონი ლარის სესხებია გალარებული. დროთა განმავლობაში სესხების ის სია ზუსტდებოდა, რომლებიც გალარებას ექვემდებარებოდა", - აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, დღეისათვის გალარებულია დაახლოებით 23% და ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი:
"დღესდღეობით გალარებულია დაახლოებით 23%, ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი, ერთჯერადი პროგრამა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი პროგრამა იყო და მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ, რომ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ”, - განაცხადა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






