საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დღეიდან იწყება. „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს არგუმენტირებულად არ მიიჩნევს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.
პრეზიდენტის შენიშვნებსა და მოსაზრებებს იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისაღებია მესამე სექტორისთვისაც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვეტო დაიძლევა და სამართლებრივი ნაბიჯებისთვის ემზადებიან. საჩივრის შეტანა პირველ ეტაპზე საკონსტიტუციოში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში იგეგმება.
„დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება ამ შემთხვევაშიც ამ კანონპროექტის გადახედვა. ეს არ არის საბოლოო კანონპროექტი და ამ კანონპროექტის მიბრუნება მოუწევს ქართულ ოცნებას. ეს შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით,“ - აცხადებს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






