საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დღეიდან იწყება. „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს არგუმენტირებულად არ მიიჩნევს და ვეტოს დასაძლევად ემზადება:
“ბიზნესის დაცვის კუთხით ჩვენ სპეციალური ჩანაწერები გავაკეთეთ, დაცვის გარანტიები შევუქმენით ყველა იმ ოპერატორს და კომპანიას, რომელიც პატარა ოპერატორია და სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებებით, რომ ის ვალდებულებები შესრულდეს. რაც შეეხება ამ სამსახურის ცალკე გამოტანას, პრემიერმინისტრის დაქვემდებარებას, რაც მოვისმინე პრეზიდენტის განცხადებაში, ეს არ არის მისაღები მოსაზრება. ყველა ქვეყანას, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ძალოვანი უწყებების ქვეშ არის ეს სიტემა მოქცეული, მაგრამ აქვს კარგი მაკონტროლებელი სისტემა, ისევე როგორც გავაკეთეთ ეს ჩვენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






