„ევროპული საქართველო“ კონსულტაციებისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის საკუთარი პროექტის დარეგისტრირებას აპირებს. სერგი კაპანაძის თქმით , მათი პოლიტიკური ძალისთვის საქართველოს ოკუპაციის თემა ყველა შეხვედრის დროს პრიორიტეტს წაროადგენს:
„ბოლო მოვლენების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ რომ რეზოლუცია დავარეგისტრიროთ, იჩვენ ამ თემაზე მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან“- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს წევრი პოლიტიკური ძალების შეფასებით ოკუპაციის თემა ზეპარტიული საკითხია,
„ქვეყნის დეოკუპაციის გარშემო, შეიძლება მხოლოდ მოღალატე არ დაჯდეს პოლიტიკურ პარტიებთან, თორემ ყველა პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა არსებობს კონსესუსი, ანალოგიური მდგომარეობა უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაშიც“- განაცხადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის , რომ ჩვენ მტერს და ჩვენს მომხრეებსაც ვაჩვენოთ ის რომ ჩვენ ვართ ერთიანები საქართველოს ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით“- აღნიშნა პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.
ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობას აპირებენ აღნიშნულ საკითხზე რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ რუსული აგრესიის გამოვლინებაზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია აქვს.
შეგახსენებთ, დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






