„ყოველთვის ასე ვასწავლიდი და საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ ძალიან პრინციპულები, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი ან მათი ახლობლის უფლება ირღვევა. შესაბამისად, ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. საერთოდ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის ნარკოტიკული დანაშაულის გამო დაკავებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმ განცხადებას უკავშირებს, სადაც პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებილ ზეწოლაზე ისაუბრა.
ამის შესახებ ანა მარგველაშვილმა განცხადება სურამში გააკეთა, სადაც რამდენიმე დღის წინ მისი მეგობარი დააკავეს. დაკავებულიც და თანმხლები პირებიც ამტკიცებენ, რომ მიხეილ თათარიშვილს სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.
მასალის გამოყენების პირობები






