ზვიად მიხანაშვილი „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების“ პრეზენტაციას დაესწრო
პოლიტიკა - 16:42, 20 Mar, 2017     975
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი მთავარ პროკურატურაში „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების“ პრეზენტაციას დაესწრო. კვლევა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარდა. დოკუმენტი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების შესახებ.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პარლამენტის უმრავლესობის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ნარკომანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება. ამ ფაქტს კი მინისტრის მოადგილის განცხადებით ადასტურებს ისიც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა უმრავლესობა სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის შემცირება და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.გამოიკვეთა, რომ ძირითადად, ახალგაზრდები ადრეული ასაკიდან იწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას, რაც სამწუხარო ფაქტია. ვფიქრობთ საზოგადოების აქტიური ჩართულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევა მნიშვენლოვან როლს შეიტანს დადებითი შედეგის მიღწევაში ამ სენთან ბრძოლაში. სკოლის ასაკიდან უნდა მოხდეს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, რადგან პირველადი მოხმარება კვლევის მიხედვით ძირითადად ცნობისმოყვარეობის გამო ხდებოდა,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ კვლევის შედეგები ბევრის მთქმელია.

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1163-მმა პირობით მსჯავრდებულმა.

„დოკუმენტში საუბარია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. გარდა ამისა, კვლევა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს, მომავალში საშუალებას მისცემს მეტად ეფექტურად დაგეგმონ და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები.

კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მის რესპოდენტებს წარმოადგენდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებული პრობაციონერები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42