"სასამართლო ეკა ბესელიას ქუსლის ქვეშ არის გათელილი" - ელისაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
პოლიტიკა - 16:29, 20 Mar, 2017     3603
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ სააპელაციოში შემდეგ უზენაესში ბოლოს კი თუ საჭირო იქნება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

ოპოზიციის წევრი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მექრთამეს უწოდებს.

ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები მის მაგალითზე დააშინოს.

"20-დან 30 დღემდე ვადაში უნდა ჩამბარდეს ის გადაწყვეტილება რაც იბოდიალა დღეს, ჩვენი სასამართლოს სამარცხვინო მოსამართლემ, ქეთევან კუჭავამ. გადაწყვეტილება როგორც კი ჩამბარდება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებ. რაც შეეხება გადაწყვეტილების შეფასებით ნაწილს: მურუსიძე, ნაზღაიძე, ურთმელიძის სულიერი ამხანაგია ეს მოსამართლე. ზოგადად ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სასამართლო ეკა ბესელიას და ხელისუფლების ქუსლის ქვეშ არის გათელილი.

"ქართულ ოცნებას" უნდა ჩემი სახით შეაშინოს და უკან დაახევინოს იმ ხალხს, ვინც გაბედავს და მმართველი გუნდის მექრთამეების წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. ეკა ბესელია, რომ მექრთამეა და ფულს ყველა დროს ყველაფერზე აკეთებდა ეს ყველამ კარგად იცის. ვინმე თუ გაბედავს მხილებას ჩემი მაგალითით ეტყვიან, რომ აი პროკურატურა შენს წინააღმდეგ წავა, სასამართლოში სამართალს ვერ იპოვი... უნდათ მეც უკან დამახევინონ - ვერ მივართვი ჩემო ბატონო. პირიქით, ჩემს პოზიციაში უფრო მტკიცედ ვარ და ერთი ნაბიჯის უკან დახევას არ ვაპირებ. მე როგორც კანონდამცავი ადამიანი, ჯერ გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში, შემდეგ უზენაესში და არც სტრასბურგში დამეზარება წასვლა.

გულდასაწყვეტია, რომ ქართული ოცნების მორალური სახე ეკა ბესელია გახდა. თუ გვინდა გავიგოთ როგორია ქართული ოცნება -შევხედოთ ეკა ბესელიას. ბიძინა ივანიშვილის სახეა სინამდვილეში ბესელია, ვულოცავ მათ ასე დეგრადირებას და ასეთად ჩამოყალიბებებას"- განუცხადა "ნიუპოსტს" ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას სარჩელი საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. ალეკო ელისაშვილს სასამართლომ დააკისრა ეკა ბესელიასთან დაკავშირებიტ გაკეთებული განცხადების „რუსთავი2“-ის ეთერში უარყოფა და 1000 ლარის ჯარიმა.

როგორც ცნობილია, ჯარიმის თანხის გადარიცხვას კომიტეტის თავმჯდომარე მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42