„პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია. მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამ საკითხში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კომუნიკაცია. ჩვენ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ, იმ ფონზე როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია დრო დადგა ჩავურღმავდეთ შენიშვნებს და ამ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






