„აფბა“ თბილისის გენერალური გეგმის შესახებ საჯარო დისკუსიების ინიცირებას მოახდენს
პოლიტიკა - 12:54, 20 Mar, 2017     1388
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე აცხადებს, რომ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის საზოგადოების გარეშე შედგენა, არ არის მართებული.

„ფაქტია, რომ პროცესი მიდის გაუმჭვირვალედ, რაც უკვე არის დარღვევა. არ შეიძლება ჩვენ ვიღებდეთ დოკუმენტს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ ქალაქში და ქვეყანაში თაობების ყოველდღიურობა და მის შესახებ ორი სამი კვალიფიციური ურბანისტის პოზიცია არ იყოს ცნობილი. მხოლოდ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების არგუმენტების მოძიებაა შესაძლებელი, რომელიც თავადაა გეგმის ავტორი, ეს არ არის დისკუსია, ეს არის დაინტერესებული მხარის ძალიან ზედაპირული განმარტებები“,- აცხადებს კუკულაძე.

„აფბას“ ანალიტიკოსის განცხადებით, საინტერესოა, რა გამოცდილების ორგანიზაციაა „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელმაც რამდენიმე მილიონად ღირებული დოკუმენტი მოამზადა.

„ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია ამ დაკვეთის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა. არ ვიცი, როგორ მოახერხა გამოცდილების არმქონე ორგანიზაციამ ამხელა მნიშვნელობის დოკუმენტის მომზადებაზე უფლების მოპოვება, ეს მეთოდები ძალიან გავს ყოფილი ხელისუფლების დროინდელს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი“,-აცხადებს კუკულაძე.

„აფბა“ აპირებს, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში და თავად მოახდინოს საკითხის შესახებ დისკუსიების ინიცირება.

„ვინაიდან წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, როგორც შინაარსი, ასევე, მისი მიღების ფორმა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ჩვენი ორგანიზაცია, - „აფბა“ ჩაერთვება პროცესში და თავად მოახდენს საკითხის შესახებ დისკუსიის ინიცირებას. ჩვენ დავიწყებთ საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ასევე ექსპერტებსაც მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ“,-აცხადებს კეკულაძე.

ახლო მომავალში თბილისს ახალი გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეს, დედაქალაქის მერიის დაკვეთით, დოკუმენტზე კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მუშაობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში ძირითადი ყურადღება ეკოლოგიისა და გამწვანების პრობლემებს მიექცევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42