ენმ რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოებას და ოპოზიციას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:34, 20 Mar, 2017     1207
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე ღიად და აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება.

ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს, ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს. იმ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაშორისო ორგანიზებს მიმართავს, რათა მათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ.

ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადოება, მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს.

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ერთიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ესაა განსაკუთრებით მნიშველოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენთან ერთად, ხმას მიაწვდენს საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად"- აღნიშნა სამადაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42