ელისო კილაძის მეუღლე: ,,ბატონო მინისტრო, გიბრუნებთ სახელმწიფო ჯილდოს - დააჯილდოვეთ ის თანამშრომლები, რომლებმაც ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს!“
პოლიტიკა - 12:01, 20 Mar, 2017     20916

ელისო კილაძის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს უბრუნებს, - ამის შესახებ განცხადება „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან დღეს გააკეთა.

„ამ შენობაში, მეორე სართულზე მუშაობს ადამიანი, რომელიც არის ქართული სპეცსამსახურის სირცხვილი, მან არ იცის რას ნიშნავს მუნდირის ღირსება, იმიტომ რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი დღე არ უმუშავნია ძალოვან უწყებაში. სოსო გოგაშვილი არის პირი, რომლის უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება და მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადება. იმისათვის, რომ მან გაიგოს რას ნიშნავს პოლიციელის ღირსება, სწორედ აქ, ამ შენობასთან მე წავიკითხავ ჩემი მეუღლის, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ხარშილაძის განცხადებას:

ბატონო მინისტრო, დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დაგიბრუნოთ სახელმწიფო ჯილდო მედალი ,,მხედრული მამაცობისთვის“, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს იმდროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე (დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას )

მივიღე გადაწყვეტილება: ეს ჯილდო ჩემზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს დავით ხარშილაძეს.

ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაკვეთები.

პატივისცემით: გრიგოლ ხარშილაძე

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სუსის შენობასთან ქალიშვილთან, მარიამ ხარშილაძესთან ერთად იმყოფებოდა. ბრიფინგის მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და მეუღლის განცხადება კანცელარიაში ჩააბარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42