წინასწარ პატიმრობაში მყოფმა დავით ხარშილაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვეტა - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის დედა, ელისო კილაძე ავრცელებს.
ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.
კილაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი შვილის დაკითხვის და დაკავების დროს კანონმდებლობის ყველა ნორმა დაირღვა.
„სუს-თან ვაჟა ფშაველას გამზირზე ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს და შემდეგ მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება და შემდეგ ოთხშაბათს 12 საათზე უკვე ადვოკატები არჩილ ჩუბინიძე და ვალერი გელბახიანი გამართავენ ბრიფინგს ქრონიკა პლუსის ოფისში და წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს თავდაყირა დააყენებს. მე ველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არც ვიცით არის თუ არა დასაშვებად ცნობილი ჩვენი საჩივარი და ამის შემდეგ ვიწყებ საერთაშორისო დავას სტრასბურგის სასამართლოში, ჩემი შვილის უკანონო პატიმრობაზე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






