სკანდალური მიმოწერა: მმართველი გუნდისთვის დაწერილი ტექსტები "რუსთავი 2-ის" საქმეზე, რომელსაც დეპუტატები იმეორებენ
პოლიტიკა - 21:46, 19 Mar, 2017     7974
სპეციალური მესიჯბოქსები მთავრობის, უმრავლესობის დეპუტატებისა და მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული გავლენიანი პირებისთვის რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ქიბარ ხალვაშის პოზიციის დაცვას ემსახურება.

ამ შინაარსის ხელისუფლების საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილი, პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელშიც ამ განცხადებების ფილტრი მჟღავნდება.

ინფორმატორის თქმით, ასეთი წერილი დღეში რამდენიმე იგზავნება, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ, ხალხის მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი ადასტურებს, რომ ასეთი ინსტრუქციები დეპუტატებს ნამდვილად ეგზავნებათ, ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იწერება და მმართველი პარტიის წევრები ვალდებულები არიან გაიმეორონ ის, რასაც დაავალებენ.

საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილიდან ერთ-ერთი რუსთავი 2-ს ეხება. ამ შეტყობინებაში, არის სამპუნქტიანი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გაამართლონ, პარლამენტის წევრებმა ხელისუფლების შტურმი დამოუკიდებელ ტელევიზიაზე და დაიცვან ქიბარ ხალვაშის ინტერესები. წერილი 2015 წლის 6 ნოემბრით თარიღდება, დავალება შემდეგია: ოცნების საპარლამენტო გუნდმა უნდა დაიცვას მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება.

ინსტრუქციის ყველაზე საინტერესო ნაწილი ქიბარ ხალვაშს ეხება. დეპუტატებს ავალებენ, დაიცვან ქიბარ ხალვაში, თქვან, რომ ის რუსთავი 2-ში ტელევიზიის გადასარჩენად მიდის, ჰუმანური მიზნები ამოძრავებს და კონსტრუქციულად არის განწყობილი.

არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების ის წევრები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში დაწერილ ტექსტს არ გაიმეორებენ და გზავნილებს გადაუხვევენ, ისჯებიან. ასეთი სადამსჯელო ღონისძიება კი დეპუტატებისთვის ეთერის დაბლოკვაა.

არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, 2012 წლიდან სანამ ხელისუფლება ქიბარ ხალვაშის ხელით რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების გეგმას აამუშავებდა, მმართველ გუნდში რუსთავი 2-ის ბოიკოტირების რეჟიმი მუშაობდა.

ამ სახის მითითებას ადასტურებს ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე, რომელიც ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, თუმცა ამ და სხვა თემებთან დაკავშირებული მითითებების შესრულება მიროტაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რაც საბოლოო ჯამში დეპუტატობი დაკრგვის ფასად დაუჯდა.

წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42