ტრაგიკული ისტორია თბილისში - ,,ახალგაზრდა ქალის ცხედარს... ერთ ხელში თოჯინა და ფოტო ჰქოდნა, მეორეში კი - თეთრი ვარდი“
სოც.მედია - 12:36, 19 Mar, 2017     226003

„ამაღელვებელი ამბავია. აუცილებლად წაიკითხეთ“ -წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და სოციალურ ქსელში შემდეგ ისტორიას აქვეყნებს.

...მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო ექვსიოდე წლის ბიჭუნამ, რომელსაც ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა:

“–შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“

უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა: „–თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“

ღიმილით დავუთვალე ფული.

„–ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“–ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა სიჯიუტემ გამაკვირვა... დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა...ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი.

– "ეს თოჯინა, ჩემ დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყიდათ...მე ძალიან მინდოდა დაბადების დღისთვის მეჩუქებინა... ახლა კი, დედას უნდა გავატანო მასთან...ჩემი და ღმერთთან წავიდა...მამა ამბობს, რომ დედაც მალე წავა ღმერთთან, ამიტომ ვიფიქრე ვუყიდდი და მას გავატანდი... იქნებ გადასცეს"

გულისცემა მომენტალურად გამიჩერდა. ბავშვმა ისევ ამომხედა: "– მე მამას ვთხოვე დედა არ გაუშვას ჩემს დაბრუნებამდე." შემდეგ მან მაჩვენა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო მისი სახე ... ღიმილიანი და ბედნიერი.

"–მე მინდა რომ ეს ფოტოც გავატანო დედას, არ მინდა დაიკოს დავავიწყდე!" მამა ამბობს, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს ჩემ პატარა დასთან.“

შემდეგ ისევ შეხედა თოჯინას ნაღვლიანი თვალებით.

მე სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან საფულე და შევთავაზე ხელახლა გადაგვეთვალა მისი ფული.

–„შენ ხომ გჯერა, რომ გაქვს საკმარისი ფული?“–ვკითხე მე

–„ კი, მე მჯერა“ –თავი დამიქნია.

მისგან შეუმჩნევლად დავამატე ფული და გადათვლის შემდეგ ვუთხარი, რომ ის არ ცდებოდა და მართლაც შეეძლო ეყიდა თოჯინა.

ამის გაგონებაზე ბავშვმა თქვა: „–მადლობა ღმერთო რომ გაიგონე ჩემი თხოვნა! გუშინ, ძილის წინ ვთხოვე, რომ მოეცა საკმარისი ფული... ასევე, მინდოდა თეთრი ვარდიც მეყიდა დედისთვის, მაგრამ ღმერთისთვის ეს აღარ მითხოვია. მაგრამ ახლა შემიძლია ვიყიდო ორივე. დედიკოს უყვარს თეთრი ვარდები!“

სახლში დაბრუნების შემდეგაც, დიდხანს ვფიქრობდი ამ ბავშვზე. შემდეგ, გამახსენდა 2 დღის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ: მძღოლი, რომელიც ნასვამი მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, დაეჯახა დედა–შვილს. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დედამისი, როგორც სტატიაში ეწერა, იმყოფებოდა კომაში. ნუთუ ეს ტრაგედია, იმ ბიჭუნას ოჯახს ეხება?“–არ მასვენებდა ამაზე ფიქრი.

2 დღის შემდეგ, ისევ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა კომაში მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ...ოჯახის წევრების თანხმობით მას გამოურთეს სასუნთქი აპარატი.

დაკრძალვაზე მივედი...ახალგაზრდა ქალის ცხედარი ესვენა ... ერთ ხელში თოჯინა და ფოტო ჰქონდა, მეორეში კი – თეთრი ვარდი. მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა... ვერასდროს შევძლებ დავივიწყო პატარა ბიჭის სიყვარული დედისა და დის მიმართ.

გთხოვთ, ნუ მართვათ საჭეს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ! თქვენ შესაძლოა დაანგრიოთ არამარტო თქვენი ცხოვრება...

მადლობა Irakli Karanadzeს, რომ ეს ამბავი გავიგე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42