ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის დაპატიმრებას პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს
პოლიტიკა - 20:57, 18 Mar, 2017     5169
პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის ნარკოტიკული დანაშაულის გამო დაკავებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმ განცხადებას უკავშირებს, სადაც პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებილ ზეწოლაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ანა მარგველაშვილმა განცხადება სურამში გააკეთა, სადაც ორი დღის წინ მისი მეგობარი დააკავეს. დაკავებულიც და თანმხლები პირებიც ამტკიცებენ, რომ მიხეილ თათარიშვილს სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სულ მეუბნებოდა და ეშინოდა, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას, მაგრამ უფრო ეგონა რომ იარაღს ჩაუდებდნენ, რადგან ნარკოტიკთან არასოდეს შეხება არ ქონია, ამიტომ ვერც წარმოვიდგენდით ასეთ რაღაცას. აპირებენ რომ იგივე გაუკეთონ ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასაც, რომელსაც ასევე მოსდის იგივე ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლა. ამიტომ უნდა ვუშველოთ რაიმე ამ ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე, რადგან ჩემი სიძის ახლობელი იყო იგივენაირი სცენარი განმეორდა ახლაც. არ ვიცი როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.“- განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე ანა მარგველაშვილმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც დაკავებული მიხეილ თათრიშვილი და მინდია გოგოჭური ჩანან. ვიდეო დაკავებამდე ორი დღით ადრეა გადაღებული. კადრებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ინფორმირებული იყვნენ შესაძლო დაკავების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42