გალში, ლენინის ქუჩაზე კახა და კობა კვეკვესკირების სახლს თავს დაესხნენ.
როგორც ადგილობრივებმ ნიუპოსტს განუცხადეს, დღეს დილით, თავდამსხმელებმა კვეკვესკირების სახლში კუსტარულად დამზადებული ხელყუმბარა შეაგდეს.
თავდასხმის დროს ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.
აფეთქების შედეგად დაშავდნენ კახა და კობა კვეკვესკირები, დაზიანდა სახლიც.
თავდასხმის მიზეზად შურისძიება სახელდება.
როგორც ნიუპოსტისთვის გახდა ცნობილი, ძმები ფოტოგრაფები არიან და მათ კერძო სტუდია აქვთ. ისინი ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულების ფოტო-ვიდეო გადაღებით არიან დაკავებულები.
ერთ-ერთ ქორწოლში მათ სპეცრაზმის თანამშრომელი დააფიქსირეს, რომელიც იარაღს ჰაერში ისროდა. როგორც ნიუპოსტს განუცხადეს, სავარაუდოდ, სწორედ , ამ კადრების გავრცელებას მოჰყვა აღნიშნული თავდასხმა.
ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






