„ის დარღვევები, რაც საქმეშია მიუთითებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ეს ადამიანი იჯდეს ციხეში და განხორციელდეს ზეწოლა ელისო კილაძეზე. ერთადერთი ბერკეტი რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ეს არის საერთაშორისო ჩართულობა, რათა ეს დარღვევები რაც გამოძიების დროს იყო იქნეს აღმოფხვრილი და ქალბატონ ელისოს შვილი იყოს გათავისუფლებული.“- განაცხადა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრმა პაატა დავითაიამ.
დავით ხარშილაძის დაკავებას, ელისო კილაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ელისო კილაძის ოფისში მივდინენ და ადვოკატისგან საქმის დეტალები მოისმინეს.
სამართლებრივი მდგომარეობის კრიზისულ მდგომარეობაზე მიუთითებს „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძეც, მისი განცხადებით თითოეული მოქალაქის ვალია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ქმედება დაიწყოს:
„სრული შთაბეჭდილებაა შექმნილი იმის, რომ აბსოლუტურად უუფლებო სახელმწიფოში ამოვყავით უკვე თავი და თითოეული მოქალაქის ვალია, რომ რაღაცა მოვიმოქმედოთ იმისთვის,რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






