"ბერა ივანიშვილის გამო, შს მინისტრმა 9 პოლიციელი გაათავისუფლა"- ნუგზარ წიკლაური
პოლიტიკა - 13:07, 18 Mar, 2017     17022
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაში არა მხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა, არამედ მისი ოჯახის წევრებიც. წიკლაურის თქმით ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შს მინისტრმა უწყებიდან 9 პოლიციელი გაათავისუფლა

„ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო გადაიქცა უბრალო სათამაშოდ, განსაკუთრებით საგანგაშოა და ყოველდღიურობად იქცა პოლიციელების ღირსების შელახვა. შემთხვევა მოხდა ამა წლის 4 თებერვალს, შარდენზე კლუბ „ელ ცენტროში“, აქ მოხდა ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შსს-ს ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე თორნიკე ძულიაშვილი, ბარმენი და აგრეთვე ან კლუბის დაცვის წევრები. როდესაც ეს ჩხუბი დაიწყო პოლიციელმა გამოიძახა სხვა პოლიციელები, რათა წესრიგი დამყარებინა და მოვიდა იქ მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსი რამაზ თათარაშვილი და სხვადასხვა პოლიციის თანამშრომლები. თანამშრომლებმა დააკავეს ამ კლუბის დაცვის წევრი ვინმე ალეკო.როდესაც ეს დაკავება განხორციელდა ადგილზე მოვიდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები და პოლიციელებს უთხრეს რომ დაკავებული აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს იყო ბერა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი.“- განაცხადა წიკლაურმა, მისი თქმით პოლიციელებმა ამ პირის გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც ისინი დაბარებულები იქნენ გენერალურ ინსპექციაში სადაც მათ დახვდათ შს მინისტრი, რომელიც იყო გავრაზებული იმის გამო რომ გენერალური ინსპექციის და ბერა ივანიშვილის დავაკლება არ შესრულდა და მან იქვე ჩამოართვა პოლიციელს პირადი ნივთები და გაათავისუფლა სამსახურიდან.

„ამ დღეს შს მინისტრის მიერ გათავისუფლებულნი იქნენ: რამაზ თათარაშვილი- მთაწმინდა კრწანისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, კახა გალდავა- ამავე სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი, კობა ნარმანია- პირველი განყოფილების უფროსიმ ზაზა ოსეფაშვილი- ვერის განყოფილების უფროსი , თორნიკე ზურიაშვილი- განყოფილების უფროსის მოადგილე და მათთან ერთად 4 ოპერატიული თანამშრომელი, იმის გამო რომ არ შესრულდა ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა, შს მინისტრმა გაათავისუფლა 9 კანონმორჩილი პოლიციელი. ენმ აცხადებს, რომ პოლიციელების ღირსების შელახვა და აბუჩად აგდება ანგრევს ქართულ სახელმწიფოს და ნაციონალური მოძროაბა ყოველთვის დაიცავს ქართველი პოლიციელების უფლებებს, იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და მართლწესრიგის დაცვის გარანტი სწორედ პოლიციელები არიან“- აღნიშნა წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42