საკონსტიტუციო კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხზე, დისკუსია გაიმართა. საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტს თანამდებობებს არა პრეზიდენტი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა მისივე თქმით, მისი და კომისიის რამდენიმე წევრი მოსაზრებით შესაძლოა, ამ პროცედურას შესაძლოა ვენეციის კომისია დამატებოდა, თუმცა პრეზიდენტის როლი უნდა შენარჩუნებულიყო:
„„სამწუხაროდ, ამ მოსაზრებამ მხარდაჭერა ვერ პოვა უმრავლესობაში. დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც, ამაში უნდა იყოს ჩართული, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამგვარად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს თანამდებობებს.“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






